მოუწევს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა და შედგება თუ არა სირცხვილის დერეფანი არჩევნების მეორე ტურის დღეს
. ლევან ვარშალომიძის მოწოდებას თანა პარტიელები გაემიჯნენ. ვარშალომიძემ სირცხვილის დერეფანი ბათუმში გამართულ აქციაზე დააანონსა. მის ინიციატივას მოწინააღმდეგეები ოპოზიციურ ერთობაშიც ჰყავს . მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის უკანონო და ამორალური განაცხადი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
