ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია
. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ლიცენზიის მიღებიდან მალევე, ამერიკაში ხელმისაწვდომი იქნება მათი ვაქცინის 20 მილიონი დოზა. ხოლო მომავალი წლის გეგმა ერთი მილიარდი დოზის წარმოებას ითვალისწინებს, რაც მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს.
