კოვიდ19- ით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის
უწყების ინფორმაციით მოზარდს ყველა სახის დახმარება გაეწია, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ რა დროსაც პაცინეტი გარდაიაცვალა. რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და ლეტალური შედეგი _ მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა . მანმდე კი განმარტება გააკეთა ბათუმში დედათა და ბავშვთა საავდმყოფოს დირექტორმა. ცნობისთვის გარდაცვლილ ბავშვს თანმდევი დაავადება, თირკმლის უკმარისობის მეოთხე სტადია ჰქონდა.
