საქნახშირში 144 ადამიანი კორონა ვირუსით დაინფიცირდა
საწარმოში სამუშაო პროცესი ორი კვირით შეწყდა. თანამშრომლეთა ძირითადი ნაწილი უკვე თვითიზოლაციაშია. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. საწარმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ თანამშრომლებს განმეორებით ჩტესტირება ჩაუტარდებათ.
