კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 202 თბილისში, 469 კი აჭარაში გამოვლინდა
დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 1 202 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61,სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში -65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
