აღიარებს თუ არა დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გამარჯვებას?
აღიარებს თუ არა დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გამარჯვებას? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ისევ რთულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტვიტერზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აქვეყნებს. არჩევნებში თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ მის მიერ სასამართლოში შეტანილი არც ერთი სარჩელი წარმატებული არ აღმოჩნდა. ტრამპი პოზიციას კვლავ არ თმობს, ბაიდენის გუნდი კი გარდამავალი პროცესის დროულად დაწყებას ითხოვს.
