კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
54 მილიონ 506 ათასზე მეტი ინფიცირებული და მილიონ 319 ათასზე მეტი დაღუპული - ეს უკვე კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკაა - იტალიაში საწოლების დეფიციტის გამო, ჰოსპიტალიზაციის რესურსი თითქმის ამოწურულია. ექიმები პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მათივე მანქანებში უწევენ. კამპანიისა და ტოსკანას რეგიონები ვირუსის ყველაზე მაღალი რისკის „წითელ“ ზონაში გადავიდნენ. ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან ვერ გავლენ. მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა პოლონეთშიც. ასევე მკაცრ ზომებს ინარჩუნებს გერმანიაც. უკრაინაში კი კოვიდ 19-ის გავრცელების დინამიკით, მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზეა.
