24 საათი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე
საქართველო - მაიკ პომპეოს ბოლო გაჩერება ევროპაში. 24 საათი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საღამო დაეშვება. ოფიციალურ შეხვედრებს კი 18 ნოემბერს დაიწყებს. პროტოკოლის მიხედვით სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, კათოლიკოს პატრიარქს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. სავაჭრო ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება - ასეთი მოლოდინი აქვს თბილისს. საქართველში ელოდებიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. მნიშვნელოვანი ვიზიტის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს ოპოზიციაც, რომელიც პომპეოს აქციით ხვდება.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
