უმნიშვნელოვანესი გზავნილი საქართველოსთვის - ხვალ ჩვენს ქვეყანას, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა
უმნიშვნელოვანესი გზავნილი საქართველოსთვის - ხვალ ჩვენს ქვეყანას, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა. თბილისში ფიქრობენ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგად სტრატეგიული პარტნიორობა ყველა ძირითადი მიმართულებით, თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა. ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას, გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არის შექმნილი რეგიონში, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა, ამერიკაში საქართველოს ელჩმაც, რომელმაც თქვა, რომ ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი.
