ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები, ასევე, ფულის გათეთრების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით არსებული სტრატეგია, პოზიტიურად შეფასდა. შეფასების მიხედვით, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. ასევე აღნიშნულია, რომ საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები სათანადო რესურსით არის უზრუნველყოფილი.
