ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა. ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა და მას კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდ ინფექციით ამ დროისთვის 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
