ხანძარი ბათუმში
ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებული არავინ არის. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
