საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა
საქართველოს ხვალ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა. მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ის ასევე შეხვდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განიხილავენ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
