ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა
ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმყოფება. პარტიების ლიდერები რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის დიალოგში ჩართულმა პოლიტიკოსებმა დიალოგის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ პარტნიორებს. გარდა ამისა, დღეს უნდა განიხილონ, რა ფორმით ჩატარდება აქცია მაიკ პომპეოს ვიზიტისას. დღესვე ოპოზიცია განიხილავს 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის დროს დაგეგმილ საპროტესტო აქციებსაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს მაქსიმალურად შეიკავეს თავი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე საუბრისგან. ისინი ოპოზიციური ერთობის დემონტრირებას ცდილობენ
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
