აქციაზე ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, მობილიზაციისა და საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობისკენ მოუწოდა
ბათუმში გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, მობილიზაციისა და საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობისკენ მოუწოდა. როგორც ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, არც ერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში. ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა მმართველი გუნდის რეაქცია. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ვარშალომიძე მოქალაქეთა დაპირისპირების პროვოცირებას გეგმავს.
