„მიშა, ჩამოდი!“ ამ შეძახილებისა და ასეთივე წარწერებიანი ბანერების დარიგების გამო, ბათუმში გამართული აქცია „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს
აქციას პროტესტის ნიშნად გამოეთიშნენ ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერებიც. მომხდარს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის უკმაყოფილება მოჰყვა. „ლელოს“ წარმომადგენლებმა, გადაწყვეტილების მიზეზი მოგვიანებით საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია გუშინ აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართეს. ისინი არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.