ერთი დღე ისტორიულ ვიზიტამდე. საქართველოს ხვალ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა
ერთი დღე ისტორიულ ვიზიტამდე. საქართველოს ხვალ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა. მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ის ასევე შეხვდება კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განიხილავენ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლის სფეროებში.
