„ნორმალურ ცხოვრებას მომავალ ზამთარს დავუბრუნდებით,“ - განაცხადა კოვიდვაქცინის შემქმნელმა ბრიტანელმა პროფესორმა
„ნორმალურ ცხოვრებას მომავალ ზამთარს დავუბრუნდებით,“ - განაცხადა კოვიდვაქცინის შემქმნელმა ბრიტანელმა პროფესორმა. უგურ საჰინი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა ვირუსის გადაცემის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მიმდინარე ზამთარი კვლავ მძიმე იქნება და თუ მოვლენები კარგად განვითარდება, წლის ბოლოდან ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყება. პროფესორის თქმით, ვირუსზე გავლენის მოხდენას ვაქცინა მაშინ შეძლებს, როდესაც ის მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება.
