დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იზოლაციაში უკვე მეორედაა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იზოლაციაში უკვე მეორედაა. ბორის ჯონსონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელმძღვანელმა ტესტი უკვე ჩაიტარა, ტვიტერზე გავრცელებულ შეტყობინებაში კი აღნიშნა, რომ სიმპტომები არ აქვს, თუმცა, დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან განაგრძობს. ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან 3 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა
