„ყველა რესურსს აქვს ზღვარი და ის არ არის ამოუწურავი“
ელა რესურსს აქვს ზღვარი და ის არ არის ამოუწურავი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვა. მინისტრის შეფასებით, თუ საზოგადოების მხრიდან მზადყოფნა არ იქნება, სახელმწიფოს მოუწევს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ტიკარაძე ადამიანური რესურსის მობილიზების სირთულეებზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ადამიანური რესურსის მობილიზებაა. როგორც მინისტრმა განაცხადა, უკვე გადამზადდა ყველა რეზიდენტი და ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშობას.
