„წითელი ჯვრის“ მონაწილეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული ონისე გათენაშვილი თბილისში ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა
„წითელი ჯვრის“ მონაწილეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული ონისე გათენაშვილი თბილისში ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია, ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ კი უკვე 16 ადამიანი იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რითაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა აქვთ შეზღუდული.
