თემქაზე მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. საქმე ეხება პარტია „კანონი და სამართლის“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრეს.