ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მთიან ყარაბაღს სომეხი მოსახლეობა მასობრივად ტოვებს
დევნილების ნაწილი საცხოვრებელ სახლებსა წვავს. სამშვიდობო შეთანხმებით, რომელიც 10-ი ნოემბრის ღამეს გამოცხადდა, ბაქოს კონტროლქვეშ რჩება ბრძოლის შედეგად დაკავებული რაიონები, მათ შორის, ქალაქები ჰადრუთი და შუშა. ერევანში გუშინ მასშტაბური აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს.
