ოთხ დღეში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოვა
ოთხ დღეში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. განსახილველ საკითხთა ძირითადი მიმართულებები იქნება ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრიორიტეტული თემები. ეს არის თადაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება. ასევე ერთ-ერთ მთავარი საკითხი იქნება რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
