გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო
პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების გამო 17 პირი ივნისში დააკავა, მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო. განაჩენს ამ ექვსეულიდან 5 უკვე სრულწლოვან ასაკში ხვდება, მათი სასჯელის ზომა 20 ნოემბერს დაზუსტდება. ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. არსებითი განხილვა გრძელდება კიდევ 11 დაკავებულთან. მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ძალადობას ედავებიან.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
