ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი დღიური რეკორდი გამოვლინდა
დღე-ღამეში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 144 000-ით გაიზარდა. ჯამში შტატებში, კორონავირუსის ათ მილიონ ნახევარზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 250 ათასს აღწევს. კოვიდ19-ით ინფიცირების და ფატალურად დასრულებული შემთხვევების რაოდენობით შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.