საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას ინარჩუნებს და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც ცხრა ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ კუთხით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება. საბჭოს წევრებმა განიხილეს ის ღონისძიებები, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მას კორონავირსისგან გამოჯანმრთელებული ეკონომნიკის მინისტრი, ნათია თურნავაც ესწრებოდა. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს პარლამენტი, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
