შეხვედრა მმართველ გუნდსა და ბარიერგადალახულ პარტიებს შორის
არჩევნებიდან მეთორმეტე დღეს პოლიტიკოსები ამერიკელი დიპლომატის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩიც. დიალოგის დაწყებას მიესალმება მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტია პროცესში კონსტრუქციულია და სურს, რომ გუშინ დაწყებული პოლიტიკური პროცესი ყველას მხრიდან არჩევნების შედეგების პატივისცემით დასრულდეს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება
