მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ 1 თვის განმავლობაში აანონსებდა, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ დავდგებოდით იმ რეალობის წინაშე, რა რელობაშიც დღეს ვართ
„ქართული ოცნება“ და მისი ლიდერშიფი 1 თვის განმავლობაში აანონსებდა, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ დავდგებოდით იმ რეალობის წინაშე, რა რელობაშიც დღეს ვართ და ეს არის მოდელირებული რეალობა, რომელიც ეხება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და სახელმწიფო ინსტიტიტების დემონიზაციას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა და თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცვებში“ განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროცესი ერთი თვის წინ არ დაწყებულა. „ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ინფორმაციით გვაბულინგონ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ეს ინტენსიური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა იმდენად, რამდენადაც რამდენიმე ტელევიზიით გადმოცემული ინფორმაციის ყურებაც კი შეუძლებელი გახდა, რადგან იწყებოდა ნეგატივის გადმოფრქვევით, რომ ეს ყველაფერი უნდა დაბრალებოდა ხელისუფლებას. არც ერთი პოზიტი, მხოლოდ ნეგატივი. ამის მიზანი იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლება კვლავ ნაციონალურ მოძრაობას მოეპოვებინა“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ისინი ფიქრობენ და არჩევნებმა ნათლად აჩვენა ის, რომ მოსახლეობას კარგი მეხსიერება აქვს.
