შოთა არველაძის წარმატება
ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის დასავლეთ ზონის ოთხ საუკეთესო მწვრთნელს შორის დასახელდა, მათგან რჩეულის გამოსავლენად კი აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ საიტზე გულშემატკივართა გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც 14 ნოემბერს დასრულდება. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ფახთაქორმა 2020 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად დაძლია და 11 წლიანი პაუზის შემდეგ, ტურნირის მეოთხედფინალშიც გავიდა
