2010 წელს აჭარაში არსებული მიწის ნაკვეთების მასობრივი ჩამორთმევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა
„შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „კვირიკაძე-მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ირემაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, 2010 წელს აჭარაში არსებული მიწის ნაკვეთების მასობრივი ჩამორთმევის საქმეზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა. მიზეზი კი ის არის, რომ სამივე მომჩივანს სახელმწიფომ, სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში აღუდგინა.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
