კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან, დღეს ინფიცირების ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა
ეპიდვითარება ქვეყანაში დღითიდღე უფრო საყურადღებო ხდება. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან, დღეს ინფიცირების ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა 3120. გარდაიცვალა 33 ადამიანი. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 600-ზე მეტი მძიმე პაციენტია, 300-ზე მეტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მიუხედავად ამისა, პოზიტიური დინამიკაა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ბოლო 24 საათში 2358 ადამიანი განიკურნა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
