საპატრიარქოს განცხადება
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება. „ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
