ბენ ჰოჯესი: კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატები ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაზრდის, განსაკუთრებით, საჰაერო და საზღვაო კომპონენტში
კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატები ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაზრდის, განსაკუთრებით, საჰაერო და საზღვაო კომპონენტში. ეს ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის მოსაზრებაა. გამოცემა „იუროპ ტაიმთან“ გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ „ეს დიდი სახელმწიფოების შეჯიბრების ნაწილია და საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ამერიკა მისთვის მნიშვნელოვან რეგიონთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას გააგრძელებს. უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ინფრასტრუქტურული პროექტების ბედზე დასმული კითხვის პასუხად კი ამერიკელმა გენერალმა თქვა, რომ რუსი სამხედროების ყოფნა ამ პროექტებისთვის საფრთხის შემცველია და ამიტომ დამატებითი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.
