პანდემიის გამო 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება
პანდემიის გამო 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება. „ ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრების მადლიერების ნიშნად“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
