გიორგი გახარიას განცხადება
საპარლამენტო არჩევნების შედეგები , ოპოზიციის ბოიკოტი და ქუჩის პროტესტი. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამოსავალს პრემიერ მინისტრი დიალოგში ხედავს და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. სწორედ პოლიტიკური პროცესების შეფასებით გახსნა პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. გიორგი გახარიამ არჩევნების შედგების მიხედვით პოლიტიკურ ძალებს შორის გადანაწილებული მანდატების მნიშვნელობასა და მოქალაქეების მხრიდან მათთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. დიალოგის მნიშვნელობაზე ილაპარაკა ფინასთა მინისტრმაც.
