გიორგი გახარია: წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. „დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ ჩვენი რამდენიმე აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვიზეიმებთ“, - განაცხადა გახარიამ. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან დღეს გამართავს. მატჩი დღეს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება.
