მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ეტაპი პანდემიის პირობებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილების შენარჩუნება
მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ეტაპი პანდემიის პირობებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამისთვის მთავრობამ სპეციალური ჯგუფი შექმნა. რას ითვალისწინებს მეოთხე ფაზა, დღეს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის განმარტებით, აქამდე არსებული სისტემა , რომელიც მორგებული იყო მიზნობრივ ჯგუფებზე, გადამუშავდება და დხამარების ახალი პაკეტი შემუშავდება. როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადეგნელებთან.
