ქრთამი თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ, საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ სკანდალურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
ქრთამი თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ. საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ სკანდალურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ცესკოს ყოფილი თანამშრომელი ივანე ბურდული, რომელიც დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია, ქრთამის სანაცვლოდ, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ხატია ფერსაშვილს თანამდებობის დატოვებას სთავაზობს. ასევე მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის მიზნით განცხადება გააკეთოს. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მასალა მესამე პირისგან მოიპოვა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
