ქართული ოცნება ოპოზიციას, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
ქართული ოცნება ოპოზიციას, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, გაიმართოს სრულფასოვანი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში. როგორც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი, გივი მიქანაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს მრავალპარტიული პარლამენტის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.