პირბადე და სოციალური დისტანცია ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიანია. სპეციალისტების რჩევა კვლავ უცვლელია
პირბადე და სოციალური დისტანცია ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიანია. სპეციალისტების რჩევა კვლავ უცვლელია. ამ რეკომენდაციებთან ერთად, მოვერიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ინფექციონისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ექიმებისა და მედპერსონალის რესურსი ამოუწურავი არ არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და სიფრთხილე იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გართულდეს.
