შემთხვევა ბათუმის საავადმყოფოში
ბათუმში ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, ამჯერად მიზეზი კოვიდ 19 არ არის. 73 წლის მამაკაცი რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა და მიღებული ტრავმებით დაიღუპა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, პაციენტი კლინიკაში 2 დღის წინ შეიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი პალატაში მარტო იმყოფებოდა.
