ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
კოვიდ 19 მთავრობის კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. ამჯერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია ინფიცირებული. კორონავირუსი მას ტესტირების შემდეგ დაუდგინდა. იდენტიფიცირებულია მინისტრთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი. მინისტრი თავს კარგად გრძნობს სახლში მკურნალობს და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
