დავით ზალკალიანი: აშშ-ისთვის საქართველო რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და მთავარი დასაყრდენია
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ აშშ-ის სახელმწიფოს, მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ვიზიტი საქართველოს მხარდამჭერი გზავნილია და ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. „ჩვენ ყველა მიმართულებით გვექნება საუბარი. ძირითადი მიმართულებები იქნება ორმხრივი სტრატეგიული, თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრიორიტეტული განზომილებები. ის, რაც განსაზღვრულია 2 ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 4 მიმართულებით. ეს არის თადაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება და ბუნებრივია, ერთ-ერთ მთავარი საკითხი იქნება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გამკლავება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში და მთავარი დასაყრდენი. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო მიზნები გვაქვს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
