ულტიმატუმი ნიკოლა ფაშინიანს
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას შუაღამემდე ითხოვენ. აქციები სომხეთის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც პაშინიანმა რუსეთისა და აზრბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეწყვეტისა და აზერბაიჯანისთვის სადავო ტერიტორიების გადაცემაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. პარალელურად კონფლიქტის ზონაში პოზიციებს ეგრეთ წოდებული რუსი სამშვიდობოები იკავებენ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
