მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულდა
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და სტრუქტურულ რეფორმებს მხარს უჭერს. ასევე პოზიტიურად აფასებს საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ერთობლივი განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა გააკეთეს.
