ხმების დათვლა კომისიებში
სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების გადათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები მართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შემაჯამებელ სხდომაზე დასწრების უფლება კანონით არ აქვთ, ისინი შენობაში შესვლას მაინც ცდილობდნენ. სხდომა ხმაურით დატოვა ნაციონალური მოძრაობის წარმომაგდგენელმა, რომელმაც თქვა, რომ კომისიის წევრებმა მისი შენიშვნები არ გაითვალისწინეს. ამავე აქციაზე დღეს ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ის უკვე თავისუფალია. შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერის პროცედურები დასრულდა ვაკისა და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიებში.
