უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ით ინფიცირების 10611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოჯანმრთელდა 6802 და გარდაიცვალა 191 ადამიანი. ქვეყანაში ინფიცირების მზარდი ტენდენციაა, შემთხვევების რაოდენობით კიევი ლიდერობს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქში 965 შემთხვევა დაფიქსირდა. მძიმე კოვიდ ვითარების გამო, მინისტრთა კაბინეტი შეზღუდვებს აწესებს, ქვეყანაში შაბათ-კვირას ლოქდაუნი დაწესდება. დასვენების დღეებში მკაცრი კარანტინის შემოღება დღეს ბიზნესის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
