ცესკომ შემაჯამებელი ოქნების გადათვლა დაიწყო
სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში, ოქმების გადათვლა შენობასთან აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესო გაზდელიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან საოლქო კომისიასთან სტიკერი გააკრა. სამართალდამცველებმა მას გაფრთხილება მისცეს, თუმცა ხელმეორე მცდელობის შემდეგ ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
