საგრანტო ხელშეკრულება
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მშობლებისა და საზოგადოების ეფექტური ჩართულობა სასწავლო პროცესში და პროექტი „ახალი თაობა“ - ეს ის სამი მიმართულებაა, რომელიც იუესაიდის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამა, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსებას მიიღებს. პროექტის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა.